საიტის მოხმარების წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს;

ზოგადი

  1. შპს “ქრაფთსი” წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას.
  2. მომხმარებლის მიერ ქრაფთსის ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ მან გამოხატა თანხმობა  მიიღოს სერვისი შპს “ქრაფთსისგან” და შეასრულოს მოხმარების წესები და პირობები.

ხელშეკრულების საგანი

  1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქრაფთსის ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი იხდის წინასწარ განსაზღვრულ თანხას საბანკო ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.

საიტით სარგებლობის პირობები და წესები

  1. შპს “ქრაფთსის”  ვებ გვერდზე www.ucraft.ge პროდუქციის ყიდვისას, მომხმარებელი თანახმაა წარმოადგინოს, ზუსტი და სრული ინფორმაცია რაც მოთხოვნილია შეკვეთის გაკეთების დროს, რათა შპს”ქრაფთსი” მ  შემდგომში უზრუნველყოს მომხმარებლის იდენტიფიკაცია და პროდუქტის ადგილზე მიტანა.
  1. თუკი მომხმარებელი წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას ან თუკი შპს “ქრაფთსი “-ს გააჩნია სერიოზული საფუძველი დაეჭვდეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია, არასრული და უზუსტო,  შპს “ქრაფთსი” იტოვებს  უფლება უარი განუცხადოს მას მომსახურეობის გაწევაზე.
  2. მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები, გამოაქვეყნოს, გადასცეს მესამე პირებს, მიიღოს მონაწილეობა გაყიდვაში ან ფასდათმობაში, შექმნას საწარმო პროდუქტები ან ნაწილობრივ ან სრულიად გამოიყენოს საიტის შინაარსი სხვა სახით.
  3. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი,გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი.
  4. ucraft.ge იყენებს მომხმარებლის პირად მონაცემებს, მომხმარებლის მიმართ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და საიტის სამუშაოს ანალიზისთვის.
  5. შპს “ქრაფთსის” აქვს უფლება გაგზავნოს საინფორმაციო, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებები მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე მისი თანხმობით, მომხმარებელს უფება აქვს უარი განაცხადოს სარეკლამო და სხვა სახის იფორმაციის მიღებაზე უარის მიზეზების განმარტების გარეშე.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

  1. მიიღოს და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა.
  2. მიაწოდოს მომხმარებელს მოთხოვნილი დიზაინის პროდუქტი.
  3. შეკვეთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მიიტანოს პროდუქტი მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
  4. დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დასკვნითი დებულებები

წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

კალათა