ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალურობა. ქრაფთსის პოლიტიკაა პატივი სცეს თქვენს კონფიდენციალურობას ჩვენს ვებ გვერდზე მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებაში.

ჩვენ ვითხოვთ პირად ინფორმაციას, მხოლოდ მაშინ როდესაც როდესაც ეს აუცილებელია, თქვენთვის გარკვეული მომსახურების გასაწევად, ან მომსახურების გასაუმჯობესებლად.. ჩვენ ვაგროვებთ მას კანონიერი გზებით და თქვენი თანხმობით. ჩვენ ასევე გაცნობებთ, თუ რატომ ვაგროვებთ მას და როგორ გამოვიყენებთ მას.

ჩვენ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ მაშინ როცა გაწვდით თქვენს მოთხოვნილ სერვისს ან როცა გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე სიახლეებსა თუ ცვლილებებზე. ჩვენ ვიცავთ მოპოვებულ ინფორმაციას, არ გადავცემთ მესამე პირს და არ ვასაჯაროებთ გარდა შემთხვევებისა როცა ეს კანონით მოგვეთხოვება.

ონლაინ გადახდების შემთხვევაში საიტის მუშაობის პრინციპი არის შემდეგნაირი, თქვენ გადადიხართ ბანკის მიერ დამზადებულ დაცულ ვებ გვერდზე სადაც ავსებთ ინფორმაციას და ახორციელებთ გადახდას. აქვე გაცნობებთ რომ შევსებული მონაცემები არ იგზავნება ჩვენთან და შესაბამისად მითითებული ვებ გვერდის უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი არ ვართ.

ჩვენს ვებსაიტზე შესაძლებელია რომ იყოს გარე ლინკები, რომლის საშუალებითაც იხილავთ სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას ან მიიღებთ გარკვეულ სერვისს. გაცნობებთ რომ ასეთ შემთხვევებში ჩვენ არ ვფლობთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა საიტების კონფიდენციალური პოლიტიკის ვალიდურობაზე.

თქვენ შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ჩამოთვლილ პირობებს იმის გაცნობიერებით რომ ასეთ შემთვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.

ჩვენს საიტზე “გადახდის გვერდზე გადასვლა” ღილაკზე გადასვლა ნიშნავს დასტურს იმაზე რომ ეთანხმებით მოცემულ პირობებს და თანახმა ხართ გააგრძელოთ ვებსაიტით სარგებლობა. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ info@ucraft.ge

კალათა
პროდუქტები არ მოიძებნა
ჯამი
0.00
გადასახდელია
0.00
მაღაზიაში გადასვლა
0
კალათა